Pages

Wednesday, July 2, 2014

 
ქ. რუსთავი სსიპ №2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი ელისო გოგოლიძე


წინასიტყვაობა

  პორტფოლიოში წარმოდგენილი მასალა ასახავს ჩემს მიერ წლების განმავლობაში გაწეულ მუშაობას.
  ვმუშაობდი ესგ-ს მიხედვით. ყველა კლასში ვიხელმძღვანელე მითითებული სახელმძღვანელოებით, რომლებიც მარტივად გასარჩევი იყო დონეებისა და საფეხურების მიხედვით, ყველა დონე უზრუნველყოფს ოთხივე სამეტყველო უნარ-ჩვევას: მოსმენა, ლაპარაკი, კითხვა და წერა.
  სახელმძღვანელოები აღჭურვილია მოსასმენი მასალებით: CD, DVD, ასევე პოსტერებით და ბარათებით.
  დაწყებით საფეხურზე მოწვეულ მშობელთა კრებაზე , ყველა კლასის მშობელს გავაცანი კურსის პროგრამა და მისი მიზანი.
  გავხსენი საქაღალდე ყველა კლასისთვის, სადაც სამუშაო პროცესი, პროექტებზე მუშაობები, შემაჯემებლები, კლასგარეშე ღონისძიებებია თავმოყრილი.
   ზემოთაღნიშნულიი მასალის სწავლისას გამოვიყენე სწავლების სხვადასხვა მეთოდები: ლექციები, დისკუსიები, მცირე ჯგუფში მუშაობა, სიმღერები.
    გაკვეთილზე გამოყენებულმა სტრატეგიებმა, მოსწავლეთა ჩართულობაზე  და მათ აქტიურ სწავლაზე დადებითად იმოქმედა და ხელი შეუწყო კლასში კომუნიკაციას,   პრაქტიკული სამუშაოებითა და ინტერაქციული აქტივობებით კითხვის, წერის, მოასმენის და საუბრის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ასევე ლექსიკური მარაგის გამდიდრებას და გრამატიკის შესწავლას.
  კლასების მიხედვით მოსწავლეთა ჩართულობას ძირითადად ვახერხებდი: მოთელვითი აქტივობებით, თამაშებით, CD-ს მოსმენით ან სიმღერით. მოსწავლეებს ვეხმარებოდი ცოდნის კონსტრუირებაში.

No comments:

Post a Comment