Pages

ტრენინგები და სერთიფიკატები

დ ი პ ლ ო მ ი













ს ე რ თ ი ფ ი კ ა ტ ე ბ ი

მასწავლებლის სერთიფიკატი



ტრენინგი: "განვითარების, განათლების და სწავლების თეორიები და მათი გამოყენება სასწავლო პროცესში"


ტრენინგი: "სასწავლო პროცესის დაგეგმვა, მართვა და ევალუაცია"


ტრენინგი: "ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საბაზო კურსი მასწავლებლებისთვის"


ტრენინგის წერილობითი ანგარიში
ღონისძიების დასახელება:  ‘’ ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საბაზო კურსი მასწავლებლებისთვის“
ორგანიზაციის დასახელება: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი
ჩატარების ადგილი: ქ. რუსთავი . სსიპ #16 საჯარო სკოლა
ხანგრძლივობა: 24 სთ.
მიზანი და ამოცანა:   საქართველოს სკოლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება ინფორმაციულ –საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში  ისტი–ს ინტეგრირებას ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა პრინციპების შესაბამისად.
რეზიუმე: ტრენინგი ჩაგვიტარა ტრენერმა მ. აფციაურმა.
შევისწავლეთ კომპიუტერის მოწყობილობები. თაგვის და კლავიატურის მოხმარება.
ტექსტის შეტანა, ფორმატირება, მოქმედებები ფაილებსა და საქაღალდეებზე, ფაილის ტიპები. გავეცანით ინტერნეტის გამოყენებას პროფესიული მიზნებისათვის, ელექტრონულ ფოსტაში რეგისტრაცია, ელექტრონულ წერილებზე მუშაობა, სასწავლო მასალების ძიება. ელექტრო ცხრილების გაკეთება.
 დაგვირიგდა შესანიშნავი მასალა,რომელიც ძალიან გამოგვადგება მუშაობაში.
ღონისძიების მნიშვნელობის დასაბუთება: ჩემთვის   ტრენინგს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ბევრი რამ არ ვიცოდი ,განვიმტკიცე ცოდნა, დავეუფლე ბევრ სიახლეს ჩემთვის. შესწავლილი მასალის გამოყენება შემიძლია დამოუკიდებლად. მადლობა ტრენერს გულისხმიერებისა და სათანადოდ მომზადებისათვის.
თარიღი:

ტრენინგი: "Teaching English with English word" 
ყოველწლიური მაკმილანის გამომცემლობის ტრენინგი
2011, 2012, 2013, 2014



2012 წ.
2014 წ.

სემინარის წერილობითი ანგარიში
ღონისძიების დასახელება: საზაფხულო ტრენინგი მაკ მილანის გამომცემლობისაგან.
ორგანიზაციის დასახელება: „English Book in Georgia“
ჩატარების ადგილი: ქ. რუსთავი, #24 საჯარო სკოლა, 08.07.2014
ხანგრძლივობა: 4 საათი
მიზანი და ამოცანა: მასწავლებელთა დახმარება მაკ მილანის გამომცემლობის სახელმძღვანელოების უკეთ სწავლებისათვის
რეზიუმე: სემინარი ჩატარდა                               ესწრებოდა მასწავლებელთა ჯგუფი ქვემო ქართლის სხვადასხვა სკოლიდან. სემინარის მიზანი იყო მასწავლებელთათვის მეთოდური დახმარების გაწევა წარმოდგენილი გამომცემლობის სახელმძღვანელოებით სწავლებისას.
ტრენერმა მოგვცა მითითებები და გაგვაცნო განსხვავებული სტრატეგიები გრამატიკის სწავლებისას. წარმოგვიდგინა თვალსაჩინო მასალა და მივიღეთ მონაწილეობა პრაქტიკულ აქტივობებში.
ტრენერი აგრეთვე გვესაუბრა სხვა უნარ-ჩვევების განვითარების ახალი მიდგომების შესახებ.
ტრენერი იყო ძალიან კომუნიკაბელური და კარგი პროფესიონალი.
ტრენინგის მნიშვნელობა: მაკ მილანის გამომცემლობის სახელმძღვანელოებით სწავლება 3 წელია მიმდინარეობს საქართველოსი. ამიტომაც ეს ყოველწლიური საზაფხულო ტრენინგები, რომელსაც ახორციელებს „English Book in Georgia“ ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლებისთვის. მეცადინეობებს გვიტარებენ აღიარებული ტრენერები და ამდენად ჩვენთვის  ძალიან მრავლისმომცემია ეს ტრენინგები, მაგრამ სასურველი იქნებოდა გვირიგდებოდეს სატრენინგო მასალა, რადგანაც შეუძლებელია ყველა საკითხის დაწვრილებით ჩაწერა ტრენინგის მსვლელობისას.
თარიღი:


ტრენინგი: "The Paradox of Teaching w Teach who we are"




გრძელვადიანი ტრენინგი ინგლისურ ენაში







ტრენინგის წერილობითი ანგარიში
ღონისძიების დასახელება: ‘’ წერა , კითხვა, გრამატიკა „
ორგამიზაციის დასახელება: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
ჩატარების ადგილი: ქ. რუსთავი. #22 საჯარო სკოლა
ხანგრძლივობა: 25 სთ.
მიზანი და ამოცანა: საგაკვეთილო პროცესში წერის, კითხვის და გრამატიკის უნარ–ჩვევის სწავლების მეთოდები
რეზიუმე: ტრენინგი ჩაატარა თავისი საქმის კარგმა მცოდნე ტრენერმა ქალ>. ი. გელაშვილმა. იგი გვესაუბრა წერის, კითხვის და გრამატიკის სწავლების სტრატეგიებზე. წქრმოგვიდგინა საინტერესო მასალა და გვ ამუშავა პრაქტიკულად იმ აქტივობებზე, რომლებიც ხელს უწყობს ამ უნარ–ჩვევის განვითარებას . მაგ: კითხვის უნარ– ჩვევის განვითარებისთვის ძალიან საინტერესო აქტივობაა საკლასო დისკუსია, შეჯამება, წყვილებში მუშაობა, შემდეგ კი ჯგუფისთვის მისი წარდგენა.  
   დაგვირიგდა ყველა გაცნობილი აქტივობის მასალა. ასევე მნიშვნელოვანი იყო წერის უნარის განმავითარებელი აქტივობები. ტრენერი გვესაუბრა წერის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე დრევანდელ სიტუაციაში. აგრეთვე გრამატიკის მნიშვნელობაზე წერისას.
  შეგვახსენა , რამდენად მნიშვნელოვანია წარმატებული შედეგისთვის სხვადასხვა უნარ–ჩვევის სინთეზური ცოდნა.
  ვიმუშავეთ ჯგუფურად. გვქონდა პრეზენტაციები, საინტერესო დისკუსიები, აზრთა გაზიარება.
ღონისძიების მნიშვნელოვნების დასაბუთება: ამ ტრენინგზე ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მოხდა საინტერესო მასალის არა მარტო წარმოდგენა და შესწავლა, არამედ გვქონდა დისკუსიები , ერთმანეთს ვუზიარებდით აზრებს. ეს ყველაფერი შეგვიწყობს ხელს ჩვენს პროფესიულ წინსვლას.
მადლობა ქალ. ი. გელაშვილს ასეთი საინტერესოდ  ტრენინგის ჩატარებისთვის.
თარიღი:

ტრენინგის წერილობითი ანგარიში
ღონისძიების დასახელება: „ზეპირი მეტყველება“
ორგანიზაციის დასახელება: ქ.თბილისის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
ჩატარების ადგილი: ქ.რუსთავი.#22 საჯარო სკოლა
ხანგრძლივობა: 20 სთ.
მიზანი და ამოცანები: ზეპირი მეტყველების განვითარების სტრატეგიები.
რეზიუმე: ტრენინგი ჩაატარა ქალ: ი. გელაშვილმა.
ეს მოდული არის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მოსწავლეებისთვის ზეპირი მეტყველების განსავითარებლად. ტრენერმა წარმოგვიდგინა თუ როგორ შეიძლება დავახასიათოთ ზეპირი მეტყველება როგორც უნარ–ჩვევა და გვესაუბრა მის მნიშვნელობაზე , მოსაუბრისა და მსმენელის ინტერაქციაზე, რომ საუბრისას შეიძლება მოხდეს დაუყონებლივი ვერბალური შეჯამება. წარმოგვიდგინა სამეტყველო აქტივობების ტიპები, მაგ: ინტენსიური საუბარი, რომელიც ძირითადად
ეფუძნება კითხვა–პასუხს და ავითარებს ენის ფონოლოგიურ და გრამატიკულ ასპექტებს. მონოლოგიური მეტყველება მაგ: როგორიცაა მოხსენება, ლექცია.
დიალოგიური მეტყველება , რომელიც ორ ადამიანს შორის ხდება აზრების გაზიარებისათვის. შემდეგ ჯგუფური მუშაობა , სადაც ხდება საუბარი სხვადასხა თემებზე და მათი გავრცობა.
 მოგვაწოდა მასალა იმის შესახებ  თუ როდის არის დავალება წარმატებული. აგრეთვე აქტივობები უშეცდომოდ მეტყველების და გაბმული მეტყველების განვითარებისთვის.
ჯგუფურად ვიმუშავეთ, პრაქტიკულად განვახორციელეთ რიგი აქტივობებისა . ტრენინგი წარიმართა სახალისოდ.
ღონისძიების მნიშვნელოვნების დასაბუთება: ტრენინგი მნიშვნელოვანი იყო იმ მხრივ, რომ დაგვირიგდა საინტერესო მასალა, მოვისმინეთ საინტერესო ლექციური ნაწილი. ვიმუშავეთ პრაქტიკულად. ეს ყველაფერი დაგვეხმარება სწავლის პროცესში.
თარიღი:

ტრენინგის წერილობითი ანგარიში
ღონისძიების დასახელება: ‘’ გაკვეთილზე დაკვირვება“
ორგანიზაციის დასახელება: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
ჩატარების ადგილი: ქ. რუსთავი. #22 საჯარო სკოლა
ხანგრძლივობა: 10 სთ.
მიზანი და ამოცანა: მასწავლებელმა ამოიცნოს გაკვეთილზე დაკვირვების მნიშვნელობა. წამოსწიოს წყვილური დაკვირვება. გაანაალიზოს და შექმნას წყვილური დაკვირვების ფორმები.
 რეზიუმე: ტრენინგი ჩაატარა ახალგაზრდა ტრენერმა ზ. ურიადმყოფელმა. ერთმანეთის გაცნობის შემდეგ ტრენერმა წარმოგვიდგინა განსახილველი მასალა. მან გარკვევით გაგვაცნო გაკვეთილზე დაკვირვების მნიშვნელობა და საშვალებები. მან დაგვისაბუთა , რომ ეს პროცესი არის ძალიან ღირებული ფორმა ქროფესიული  განვითარებისათვის, თუ იგი მიიღწევა სწორი ფორმით. მან წარმოგვიდგინა დაკვირვების ტიპები. მაგ. ჯგუფური და ინდივიდუალური დისკუსიები. თითოეული მათგანი დავახასიათეთ ცალ–ცალკე. ვისაუბრეთ ‘’ feedback’’-ის  მნიშვნელობაზე. ვიმუშავეთ ჯგუფებად. განვიხილეთ დარიგებული მასალა და ტრენინგის სასწავლო მომენტები დეტალურად. ერთმანეთს გავუზიარეთ იდეები.
ღონისძიების მნიშვნელობის დასაბუთება: ამ ტრენინგზე მნიშვნელოვანი იყო ის , რომ ეს იყო საკმაოდ ახალი მასალა მასწავლებლებისთვის ,ეს მასალა მნიშვნელოვნად დაგვეხმარება როგორც საგაკვეთილო ასევე ზოგადად ჩვენს მუსაობაში.
თარიღი:

ტრენინგის წერილობითი ანგარიში
ღონისძიების დასახელება: ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკა. ზოგადი კურსი
ორგანიზაციის დასახელება: მასწავლებელთა განვითარების ეროვნული ცენტრი
ჩატარების ადგილი: ქ. რუსთავი #22 საჯარო სკოლა
ხანგრძლივობა: 20 სთ.
მიზანი და ამოცანა: მასწავლებელმა შეძლოს საგაკვეთილო გეგმის ზოგადი ელემენტების დადგენა. გამოყოს გაკვეთილის სხვადასხვა საფეხური და დააკავშიროს ისინი ერთმანეთთაან.შეძლოს გეგმის შედგენისთვის მთავარი პრინციპების დადგენა და მოახდინოს საგანმანათლებლო მიზნების და შედეგების დიფერენციაცია.
რეზიუმე: ტრენინგი ჩაატარა ძალიან კარგად მოიმზადებულმა ტრენერმა ქალ. ი. გელაშვილმა.
მუშაობა მიმდინარეობდა როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად, აგრეთვე წყვილებში. მაგ: ინდივიდუალურად მუშაობა, ასო–ასო კარნახი და ტექსტში პუნქტუაციური ნიშნების დასმა. წაკითხვამდე ტექსტის შინაარსის დადგენა. ჯგუფური მუშაობისას განვიხილეთ თუ რატომ უნდა მოხდეს გაკვეთილის დაგეგმვა.
რა ელემენტებია აუცილებელი გეგმის შედგენისას. როგორი ფორმატია სასურველი გაკვეთილის გეგმისთვის. შემდეგ გათვალისწინებული იქნა თითოეული მონაწილის აზრების გათვალისწინებით ერთიანი სქემის შ ედგენა.
შემდეგ ტრენერმა თვითონ წარმოგვიდგინა და დაგვიხასიათა საუკეთესო სასწავლო მიზნები . მოგვცა სხვადასხვა აქტივობების დეტალური აღწერა. გვესაუბრა კითხვის დასმის სტრატეგიებზე და მის მნიშვნელობაზე.
ღონისძიების მნიშვნელოვნების დასაბუთება: ტრენინგი იყო საინტერესო,ბევრის მომცემი. გარკვევით იყო  წარმოდგენილი საგაკვეთილო გეგმის შედგენის საჭიროება და აუცილებლობა. დაგვირიგდა მასალა, რომელიც გაგვიადვილებს სსაგაკვეთილო გეგმის შედგენას. კიდევ ერთხელ გავიმეორეთ ის სტრადეგიები , რომლებიც მნიშვნელოვანია სწავლებისას.
თარიღი:



სემინარის წერილობითი ანგარიში
ღონისძიების დასახელება: სწავლების თანამედროვე მეთოდები.
ორგანიზაციის დასახელება: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და ბრიტანეთის საბჭო.
ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი, მასწავლებლის სახლი. 04.03.2014
ხანგრძლივობა: 4 საათი
მიზანი და ამოცანა: თანამედროვე მეთოდების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში.
რეზიუმე: სემინარი ჩაატარა Wimbldon School of English London სკოლის პროფესორმა ფიონა დანლოპმა. მან პრეზენტაცია გააკეთა თემაზე, თუ როგორ უნდა აღმოაჩინოს მასწავლებელმა მოსწავლის საჭიროებები დ აინტერესები. წარმოგვიდგინა საჭიროებათა ანალიზი.
წარმოდგენილ აქტივობებში დაგვანახა შესაძლო პრობლემები, შედეგები და გვიჩვენა მათი გადაჭრის გზები ისევ სახალისო აქტივობების მეშვეობით და შემდეგ უკვე დაგვანახა მათი დადებითი მხარეები და სარგებელი. გვიჩვენა, თუ რაზე უნდა გაამახვილოს მასწავლებელმა განსაკუთრებული ყურადღება, რათა გაკვეთილი იყოს წარმატებული და შედეგიანი. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ტრენერმა წერის სწავლების მნიშვნელობას. პრაქტიკულად შევასრულეთ რამდენიმე აქტივობა, დაგვირიგდა მოკლე სატრენინგო მასალა. გაგვაცნო რამდენიმე მნიშვნელოვანი ვებ-გვერდი: britishcouncil.org/englishagenda; fiona@wimbldon-school.ac. uk
ღონისძიების მნიშვნელობის დასაბუთება: ამ სემინარზე განსაკუთრებული იყო ის, რომ სემინარი ჩაატარა საუკეთესო ტრენერმა და საინტერესოდ წარმოგვიდგინა თანამედროვე მიდგომები საგაკვეთილო პროცესში. ჩვენი პროფესიის დინამიურობიდან გამომდინარე აუცილებელია გამუდმებული მუშაობა, სიახლეები, ახალი მეთოდები და მიდგომები და ეს სესიაც ემსახურებოდა სწორედ ამ მიზანს.






სემინარის წერილობითი ანგარიში
ღონისძიების დასახელება:  „საშობაო აქტივობები“
ორგანიზაციის დასახელება:მასწავლებელთა პროფესიული განვიტარების ცენტრი
ჩატარების ადგილი: ქ.თბილისი.მასწავლებელთა სახლი. 19.12.2013
                                      
მიზანი და ამოცანა: როგორ გავხადოთ გაკვეთილი სახალისო.
რეზიუმე:  სემინარი ჩაატარა გამოცდილმა ამერიკელმა ტრენერმა პაოლა ესკობანმა.
სემინარს ესწრებოდა მასწავლებელთა ჯგუფი საკართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. სემინარის მიზანი იყო განსაკუთრებულ დგეებში , ამ შემთხვევაში საშობაოდ როგორ გავხადოტ გაკვეთილი სახალისო და საინტერესო სწავლების
ყველა დონეზე ანუ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთან.
სემინარი საკმაოდ სახალისოდ წარიმართა. თითოეული ჩვენთაგანი აქტიურად იყო 
ჩაბმული ჯგუფურ მუშაობაში. სახალისო აქტივობებით შევქმენით სხვადასხვაგვარი საშაობაო მისალოცი თუ ნივთი.
ამ აქტივობების შესრულებისას მოსწავლეებს უვითარდება ჯგუფური მუშაობის , მოსმენის და საუბრის უნარ–ჩვევა ერთდროულად,  რადგანაც მას უხდება ჯგუფში მუშაობა, უწევს მითითებების მოსმენა და გაგება. მუშაობისას სჭირდება დაამყაროს ურთიერთობა თანაჯგუფელებთან ლაპარაკის {საუბრის} საშუალებით.
სემინარზე დაგვირიგდა საინტერესო სატრეინინგო მასალა, რომელოც დაგვეხმარა არა მარტო სემინარზე, არამედ გამოვიყენებ გაკვეთილებზეც.

დასაბუთება: ამ სემინარზე გავეცანი რამდენიმე ახალ აქტივობას.“Freeze!”, “I Went  Christmas Shopping”, “Santa Claus is Coming to Town”, “ Sun and Snow”




სემინარის წერილობითი ანგარიში
ღონისძიების დასახელება: მოსმენის უნარ-ჩვევის განმავითარებელი სემინარი.
ორგანიზაციის დასახელება: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი, მასწავლებლის სახლი. 12.12.2013
ხანგრძლივობა: 4 საათი
მიზანი და ამოცანა: მასწავლებლის დახმარება მოსწავლეებში მოსმენის უნარ-ჩვევის           განვითარებისათვის.
რეზიუმე: სემინარი ჩაატარა გამოცდილმა ამერიკელმა ტრენერმა პაოლა ესკობანმა. სემინარს   ესწრებოდა მასწავლებელთა ჯგუფი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. სემინარის მიზანი იყო თანამედროვე სასწავლო მეთოდების საშუალებით მოსმენის უნარ-ჩვევის   განვითარება მოსწავლეებში.
სემინარი აღმჩნდა საკმაოდ პროდუქტიული და საინტერესო. ქალბატონმა პაოლამ სწრაფად დაამყარა ქონტაქტი აუდიტორიასთან, რამაც კიდევ უფრო მოტივირებული გახადა თითოეული მონაწილე.
ტრენერმა წარმოადგინა სახალისო აქტივობები, როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულადაც. აუდიტორია დაყოფილი იყო ჯგუფებად და თითოეული მონაწილე ჩაბმული იყო მუშაობაში.
სემინარზე წარმოდგენილი იყო საინტერესო თეორიული მასალა, თუ როგორ გავხადოთ მოსმენით სწავლება უფრო ადვილი მოსწავლეებისათვის, მოსმენის ტიპები, მოსმენის პროცესები, მოსმენის სტრატეგიები, როგორ გავხადოთ აქტივობები უფრო სახალისო მოსწავლისათვის და ასევე მოგვეწოდა მთელი რიგი მოსმენის წინა, მოსმენის დროს, ინტენსიური მოსმენისა და მოსმენის შემდგომი აქტივობები.
ტრენერმა დაარიგა ყველა საჭირო მასალა, რომელიც დაგვეხმარება კლასში მუშაობისას, აგრეთვე გავეცანით ვებ-გვერდებს, რომლებიც დაგვეხმარება მოსმენის უკეთ სწავლებაში.
მადლობა ქ-ნ პაოლა ესკობანს.
ღონისძიების მნიშვნელოვნების დასაბუთება: ამ სემინარზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამერიკელ ტრენერთან მუშაობა. თითოეული წუთით ემსახურებოდა მოსმენის უნარის გაუმჯობესებას მასწავლებლებში, რადგანაც ვუსმენდით მშობლიურ ენაზე მოსაუბრე ამერიკელს.
ამ სემინარზე გავეცანით რამდენიმე ახალ აქტივობას. მაგ: „Seeng pictures in your mind“, Unmuzical chairs, “who’s Got That”, “Drawing a Picture”.
თითოეული ტრენინგი მნიშვნელოვანია სიახლეების და გამოცდილების შეძენისათვის ჩემთვის, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენო მომავალი მუშაობისას. სიახლეები საინტერესოს გახდის ჩემს გაკვეთილებს და მეც და ჩემი მოსწავლეებიც უფრო მოტივირებულად და ხალისიანად ვიმუშავებთ.










No comments:

Post a Comment