Pages

კათედრაზე მუშაობა





მუხლი 7. საგნობრივი კათედრები საჯარო სკოლაში
1. საჯარო სკოლა ვალდებულია საგნობრივი ჯგუფების მიხედვით შექმნას კათედრები, რომლებშიც გაერთიანებული იქნება საგნობრივი ჯგუფის ყველა მასწავლებელი. იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში საგნობრივი ჯგუფის თითო მასწავლებელია, შესაძლებელია სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის პედაგოგები ერთ კათედრაზე გაერთიანდნენ (მაგ., მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების); აგრეთვე შესაძლებელია სკოლამ შექმნას დაწყებითი საფეხურის კათედრა.(11.10.2011 N224/ნ)
2. კათედრების ფუნქციებია:(11.10.2011 N224/ნ)
ა) საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინირება;
ბ) თითოეული მასწავლებლის მიერ კლასების მიხედვით ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შეგროვება და შენახვა. აღნიშნულ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს: სტანდარტის ის შედეგი/შედეგები, რომლის შეფასებასაც ემსახურებოდა კონკრეტული შემაჯამებელი დავალება; კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდა ეს დავალებები; მოსწავლეების მიერ შესრულებული და მასწავლებლის მიერ შეფასებული სამუშაოს რამდენიმე ნიმუში ან შესრულებული სამუშაოს ამსახველი ვიზუალური მასალა; თითოეული კლასის მოსწავლეთა მიერ მიღებული ქულები;
გ) კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება, წარმატებების წინაპირობათა განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;
დ) საგაკვეთილო პროცესისთვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სასკოლო ბიბლიოთეკისთვის საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა და პედაგოგიური საბჭოსთვის წარდგენა;
ე) სხვა კათედრებთან კოორდინირებული მუშაობა (მაგ., ისტორიასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში საერთო თემატიკის შეთანხმება, ექსკურსიებზე საერთო დავალებების მოფიქრება და სხვ.);
ვ) ზრუნვა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისთვის;
ზ) რეკომენდაციების შემუშავება სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით.
თ) შემაჯამებელი დავალებების ამსახველი დოკუმენტაციის, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევებისა და გაცდენების ანალიზი.
3. კათედრების მოწყობა: (11.10.2011 N224/ნ)
ა) კათედრის თავმჯდომარეს ირჩევს კათედრა ერთი სასწავლო წლის ვადით.
ბ) ერთი და იმავე პირის არჩევა კათედრის თავმჯდომარედ შესაძლებელია ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
4. კათედრის თავმჯდომარის ფუნქციებია:
ა) კათედრის შეხვედრების ორგანიზება (დღის წესრიგის მომზადება, ოქმებისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოება-შენახვა);
ბ) სკოლის მართვის ორგანოებისათვის კათედრის შეხვედრების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებათა მიწოდება (მაგ. გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებისა და სხვა სასწავლო მასალის  არჩევის თაობაზე);
გ) პროფესიული განვითარებისთვის სასარგებლო აქტივობების (კოლეგებთან შეხვედრების, ტრენინგების, კონფერენციების და სხვ.) ორგანიზება.

5. კათედრა იკრიბება სემესტრში მინიმუმ ორჯერ. კათედრა აუცილებლად უნდა შეიკრიბოს სასწავლო წლის დაწყებამდე.

 უცხო ენების კათედრის ფუნქციები :

  1. საგნობრივი ჯგუფის საგნების სწავლების კოორდინირება
  2.  კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება, წარმატებე- ბის წინაპირობათა განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება
  3. საგაკვეთილო პროცესისთვის და მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისათვის საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა და პედაგოგიური საბჭოსთვის წარდგენა
  4.  სხვა კათედრებთან კოორდინირებული მუშაობა
  5.  ზრუნვა მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისათვის
  6. რეკომენდაციების შემუშავება სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით.

მიზნები:
კათედრის მიზანია მოსწავლეს მივცეთ ისეთი განათლება, რომ შეძლოს:
  1.  ორ ან სამ უცხო ენაზე მეტყველება
  2.  წარმატებული კომუნიკაცია სხვა კულტურის წარმომადგენელთან
  3.  განსხვავებული ენის კონტექსტებისა და ტექსტების გაგება
  4.  ცოდნის დამოუკიდებლად გაღრმავება და გამდიდრება ენობრივი
  5. თუ კულტურული თვალსაზრისით.

ამოცანები:
  1.  მოსწავლემ უნდა აითვისოს როგორც ენობრივი, ისე კულტურული ინფორმაცია
  2.  უნდა შეიძინოს სხვადასხვა კატეგორიის უნარ-ჩვევები: მოსმენა, ლაპარაკი, კითხვა, წერა.
  3.  ჩამოუყალიბდეს ინტერესი უცხო სამყაროს მიმართ და უცხოური ენების სწავლის სურვილი.

No comments:

Post a Comment