სადამრიგებლო პროგრამა
დამრიგებლის მუშაობის მიზანი
დამრიგებელი მოსწავლის მრჩევლად მოიაზრება. მისი მუშაობა უნდა ემყარებოდეს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და ხელს უწყობდეს მოსწავლეებში გონებრივი და ფიზიკური უნარების განვითარებას, მათ ჩაბმას სხვადასხვა კლუბსა თუ წრეში; ასევე, უნდა უწყობდეს ხელს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, უნდა უვითარებდეს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარებოდეს მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინასე საკუთარი უფლება - მოვალეობების გაცნობიერებაში.
დამრიგებლის მოვალეობები
ყველა კლასს თავისი დამრიგებელი უნდა ჰყავდეს. დამრიგებელი უნდა ასწავლიდეს თავის სადამრიგებლო კლასს.
დამრიგებელს ევალება:
დამრიგებელი მშობლებს შვილის აკადემიური მოსწრების და ყოფაქცევის საკითხებს ინდივიდუალური შეხვედრების დროს უნდა აცნობდეს. დაუშვებელია ერთი მოსწავლის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების შესახებ სხვისი თანდასწრებით საუბარი.
თუ მოსწავლე სკოლას აცდენს, დამრიგებელი ვალდებულია, გაიგოს გაცდენის მიზეზი.
დამრგებელი პერიოდულად უნდა ეკითხებოდეს საგნის მასწავლებლებს სადამრიგებლო კლასში მოსწავლეების აკადემიური მოსწრების, პიროვნული პრობლემებისა თუ ზოგადი წარმატებების შესახებ. სასწავლო წლის დასრულებისას მან უნდა გააკეთოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიური მოსწრების , გაკვეთილზე დასწრების და ქცევის ანალიზი, რის საფუძვლეზეც დაწერს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათებას.
სადაც დაწერს:
- მოსწავლის ძლიერ მხარეებს, მის წარმატებებს როგორც აკადემიური, ისე სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისით, მონაწილეობას წრეებში, სპორტულ შეჯიბრებებსა თუ სხვა სახის ღონისძიებებში.
- მოსწავლის აკადემიური, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს, რომელთა გათვალისწინებით სასარგებლო იქნებოდა მოსწავლისათვის.
იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის საშუალო წლიური ნიშანი 5.1-ზე დაბალია, დამრიგებელი ვალდებულია, გააფრთხილოს მშობელი და მოსწავლე იმის შესახებ, რომ აუცილებელია მნიშვნელოვანი პროგრესი მომდევნო სასწავლო წლებში (თუ ეს არ არის საფეხურის ბოლო კლასი), რათა მოსწავლემ შეძლოს საფეხურის დაძლევა.
დამრიგებელი ვალდებულია სეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს ინფორმაცია მისი შვილის აკადემიური მოსწრების, ქცევისა და გაცდენების შესახებ.
დამრიგებლის მუშაობის პრინციპები
დამრიგებლის სააღმზრდელო მუშაობა შემდეგ პრინციპებს უნდა ემყარებოდეს:
რეკომენდაცია სადამრიგებლო საათის პროგრამის განხორციელებისათვის
სადამრიგებლო საათი ხელს უწყობს მოსწავლეების სოციალურ-პიროვნულ განვითარებას, აყალიბებს ნდობისა და პატივისცემის ატმოსფეროს , რაც წარმოადგენს მოსწავლეებსა და მასწავლებელ-დამრიგებელს შორის პოზიტიური ურთიერთობების საფუძველს.
კლასთან დამრიგებლის მუშაობა, სასურველია, შემდეგი ფორმით მიმდინარეობდეს: მოსწავლეებთან საუბრები; კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიების, ვიქტორინების, ზეიმების, ექსკურსიებისა და ლაშქრობების ორგანიზება; მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე, ცნობილ ადამიანებთან და სხვადასხვა სპეციალისტებთან თუ ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრების მოწყობა.
დამრიგებელმა კლასის საჭიროებებიდან გამომდინარე უნდა დაგეგმოს შეხვედრები და ღონისძიებები. შესაძლებელია, ამ შეხვედრებს ჰქონდეს სისტემატური ხასიათი. დამრიგებელი უნდა თანამშრომლობდეს მოსწავლეთა მშობლებთან, საგნის პედაგოგებტან, ხელს უწყობდეს სხვადასხვა კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან (მაგ: ბიბლიოთეკებთან, მუზეუმთან და სხვ.) ურთიერთობის დამყარებას.
სადამრიგებლო სასაუბრო თემები მოქცეულია შემდეგ ხუთ მიმართულებაში;
- 1. პიროვნული და მორალური განვითარება;
- 2. გარემოსდაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი;
- 3. უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება;
- 4. თვალსაწიერის გაფართოება - ხელოვნების, ლიტერატურის, ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევების მნიშვნელობა;
სადამრიგებლო საუბრები შესაძლოა შედგეს როგორც კლასში/სკოლაში, ისე სკოლის გარეთაც, მაგ: ექსკურსიაზე ან მუზეუმის დათვალიერებისას.
მუხლი 6. დამრიგებელი
1. საჯარო სკოლაში ყველა კლასს უნდა ჰყავდეს დამრიგებელი. დამრიგებელი
უნდა იყოს იმავე სკოლის პედაგოგი.(11.10.2011 N224/ნ)
2.
დამრიგებლის მუშაობის მიზანია, დაეხმაროს მოსწავლეებს ზოგადი განათლების ეროვნული
მიზნების მიღწევაში, პიროვნული, ზნეობრივი, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების
განვითარებაში; დამრიგებელი ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების
წესის დამკვიდრებას, უნდა უვითარებდეს მათ დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ
სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარებოდეს მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს
წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გააზრებაში.
3.
დამრიგებლის მოვალეობებია:
ა) გააცნოს მოსწავლესა და მის
მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს (შემდგომში მშობელი) მათი უფლებები და
მოვალეობები (სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ეთიკის კოდექსი, სასკოლო სასწავლო
გეგმის შესაბამისი საკითხები და სხვ.);
ბ) რეგულარულად ჩაატაროს
სადამრიგებლო საათი (დაწყებით და საბაზო საფეხურზე);
გ) დაეხმაროს მოსწავლეს
აკადემიური თუ სასკოლო გარემოში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში;
დ) იყოს შუამავალი მოსწავლეს,
მშობელსა და მასწავლებელს შორის პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში;
ე) რეგულარულად მიაწოდოს მშობელს
ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა
თუ წარმატებების შესახებ. დაუშვებელია ერთი მოსწავლის დისციპლინისა და აკადემიური
მიღწევის შესახებ სხვისი თანდასწრებით საუბარი;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს დაინტერესებულ
მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან
დაკავშირებული ინფორმაცია;
ზ) გაიგოს მოსწავლის მიერ სკოლის გაცდენის მიზეზი;
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
VIII ბ კლასი
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
VIII ბ კლასი
VIII ბ კლასის ფსიქოლოგიური დახასიათება
VIIIბ კლასში 27 მოსწავლეა.
მათგან
12 ვაჟია, 15 - გოგონა.
კლასი
მოწესრიგებულია.
გონებრივად
სუსტი
მოსწავლე,
ან
განსაკუთრებული
საჭიროების
მქონე
მოსწავლე
კლასში
არ
არის. ბავშვებს უყვართ ყველა საგანი და დავალებებს ასრულებენ სისტემატიურად, არიან შრომისმოყვარეები,
გულახდილები,
შეუძლიათ
მიაღწიონ
მაღალ
აკადემიურ
შედეგს
თავიანთი
გონებრივი
შესაძლებლობებით. კლასში 11 მოსწავლე არის ათოსანი, 3 მოსწავლეს აქვს თითო 9–იანი, ერთს
ორი ცხრიანი. ბავშვებს უყვართ ერთმანეთი, არიან მეგობრულები, მაგრამ ამავე დროს ძალიან
აქტიურები და ენერგიულები.
მოსწავლეთა სია:
1. გიგაური ნ. 21.შარიქაძე
ა.
2. გოდერიძე
ა. 22. ჩუტკერაშვილი
გ.
3. გოთოშია დ. 23. ძლიერიშვილი
ა.
4. გომართელი ს. 24. წიკლაური მ.
5. გომართელი ბ. 25. წიქარიშვილი მ.
6. გომელაური მ. 26. ხაჩიშვილი მ
7. გონაშვილი გ. 27. ხაჩიძე გ.
8. დვალი ქ.
9. ენუქიძე ნ.
10. კამლაძე ნ.
11. კუხალაშვილი ნ.
12. ლეკიაშვილი მ.
13. ლომიძე ნ.
14. მეტრეველი ლ.
15. სახვაძე მ.
16. ფარულავა ნ.
17. ქათამაძე ა.
18.ქუთათელაძე ზ.
19. ღამბაშიძე ნ.
20. ღონღაძე ტ.
ვთვლი,რომ დამრიგებელი მოსწავლის მრჩეველი და მეგობარია.
დამრიგებელმა უნდა შეძლოს კლასში მოსწავლეებს
შორის თბილი, მეგობრული, პოზიტიური ურთიერთობის დამყარება. დამრიგებლის მუშაობის მიზანია:
„ დაეხმაროს მოსწავლეებს ზოგადი განათლების
ეროვნული მიზნების მიღწევაში, პიროვნული, ზნეობრივი, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაში. ხელს უნდა უწყობდეს
მოსწავლეებში ჯანსაღი წერის დამკვიდრებაში.
ჩემს სადამრიგებლო
კლასში ირიცხება 27 მოსწავლე.
მეოთხე წელია , რაც ამ ბავშვების ხელმძღვანელი
ვარ. შესწავლილი მაქვს მათი ინტერესების
სფერო , ოჯახური მდგომარეობა. თბილი
ურთიერთობა მაქვს მშობლებთან. სასწავლო წლის დასაწყისში
ვაცნობ მათ სკოლის
შინაგანაწესს, მშობლის უფლება–მოვალეობებს, დისციპლინურ სახდელებს. ყოველდღიურად
თვალყურს ვადევნებ ჩემი მოსწავლეების აკადემიურ წარმატებებს, მათ სტაბილურ დასწრებას გაკვეთილებზე. კონტანქტი მაქვს მშობლებთან, მაქვს საჭიროების
შემთხვევაში ინდივიდუალური შეხვედრები, რეგურალურად ვატარებ მშობელთა კრებებს,ვაანალიზებ კლასის
საქმიანობას, ვატარებ კლასგარეშე და
სკოლის გარეშე სასწავლო– აღმზრდელობით ღონისძიებებს
, ვაწყობ ექსკურსიებს, ვახდენ თითოეული მოსწავლის
პედაგოგიურ –ფსიქოლოგიურ დაკვირვებებს.
მიზნები და ამოცანები
ჩემი, როგორც
VIIIბ კლასის ხელმძრვანელის სადამრიგებლო პროგრამის მიზანი
და ამოცანა:
1.
მოსწავლეებთან ერთად შევქმნათ ხელსაყრელი პირობები და
გარემო სწავლისთვის
2.
მოსწავლეებს შევუქმნა ისეთი პირობები, რომ მათ შეძლონ
დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება და მისი განხორციელება.
3.
ქვეყნის ინტერესების და ღირებულებების მიმართ, მოსწავლეებში
შევძლო პასუხისმგებლობის გაღვივება.
4.
დავეხმარო მოსწავლეებს, იყვნენ შემოქმედნი და არ იცხოვრონ
მხოლოდ არსებულის ხარჯზე.
5.
დავეხმარო მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობების დადგენასა
და განსაზღვრაში, რათა მათ მყარი ადგილი დაიკავონ
საზოგადოებაში.
6.
შევეცდები მოსწავლეებს განუვითარო XXI-ე
საუკუნის უნარ– ჩვევები, ამისათვის დავგეგმავ სხვადასხვა აქტივობებს, მოვაწყობთ ჩვენი
მუშაობის ამსახველ პრეზენტაციებს, საპრეზენტაციო პროგრამების გამოყენებით.
7.
მჭიდროდ ვითანამშრომლებთ მშობლებთა რეგულარულად მივაწვდი
მათ ინფორმაციას მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის შესახებ.
8.
შევეცდები დავეხმარო მოსწავლეებს აკადემიური თუ სასკოლო
გარემოში წამოჭრილი სხვადა სხვა პრობლემების დაძლევაში.
No comments:
Post a Comment